Monday, October 6, 2014

პროექტის სახელწოდება:
გარეგნობა და ჩაცმის სტილი დიდ ბრიტანეთში  1900 -იანი წლებიდან დღემდე
პროექტის მთავარი იდეა ( თემა):
სად და როდის წარმოშვა მოდა?. ვინ არიან დღევანდელი ცნობილი დიზაინერები? რა თანმიმდევრობით შეიცვალა მოდა? რომელი ჩაცმის სტილია თქვენთვის მისაღები?
პროექტის აქტუალურობა:
პროექტია ქტუალურია იმიტომ, რომ მოსწავლეები გაეცნობიან და ისწავლიან ტანსაცმლის დასახელებას, აქსესუარებს, გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ ერთმანეთის ჩაცმულობა, აღწერონ  სხვადასხვა ჩაცმის სტილი სხვადასხვა დროს, იპოვონ და ახსნან განსხვავებები, შეადარონ ერთმანეთს ადრეული და ახალი სტილი
მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი
ვადები, ხანგრძლივობა:
10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ამ პროექტის შედეგად მოსწავლე სწავლობს მოდის როლს ჩვენს  ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგი აცნობს თანაკლასელებს სხვადასხვა სახის მოდას სავადასხვა წლებში და ცდილობს გაარჩიოს წლები მეოცე საუკუნეში ჩაცმის სტილის მიხედვით
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კალამი, ფურცელი,ისტ,  პროექტორი, ( შეუძლიათ დაამატონ ძველი სტილის ჩასაცმელი, რომელიც მოიძიეს სახლში)
პროექტის მსვლელობა (ზირითადი აქტივობები):
მსვლელობის დროს მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ სხვადასხვა დროისა ან სტილის ჩასაცმელი, ( შესაძლებელია გამოიყენონ ინტერნეტიც), აღწერონ ისინი, უპირატესობა მიანიჭონ მათთვის სასურველ სტილს და ახსნან რატომ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ლექსიკურ მარაგს, განავითარებენ დიალოგის კულტურას , შეეცდებიან სწორად და გამართულად უპასუხონ შეკითხვებს
პროექტის ხელმზღვანელი ( მასწავლებელი):
ნათია კევლიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
natushki76@gmail.com